პოლიციელები მამაცობისთვის დაჯილდოვდნენ
პოლიციის დღის აღნიშვნა ქუთაისში სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. პოლიციის დღეს სამართალდამცავებს სიტყვით პრემიერმა მიმართა. ქუთაისში იმყოფებიან ასევე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარტნიორი ქვეყნებიდან. შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელები ბექა მარგიშვილი გიორგი ბერუაშვილი პირველი ხარისხის მედლით დააჯილდოვა.
მედლით მამაცობისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პოლიციელები ვალერიან გრძელიშვილი და გიორგი მახარაშვილი დაჯილდოვდნენ. მინისტრმა მამაცობისთვის
ის თანამშრომლებიც დააჯილდოვა, რომელთაც ქობულეთში სასტუმროშო გაჩენილი ხანძრის დროს მოქალაქეთა
ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა.
ავტორი: ანა ჯიქია