"სხვა ღირებულების პოლიცია გვაქვს"-თინა ხიდაშელი
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქუთაისში
პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ოფიციალური ნაწილის დასრულების
შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამ სამი წლის
განმავლობაში მნიშვნელოვანი გარღვევა პოლიციის სეგმენტში იყო: „პოლიციის დღე
მნიშვნელოვანი დღეა. ამ სამი წლის განმავლობაში თუ კი სადმე რაიმე გარღვევა ჰქონდა
ახალ ხელისუფლებას, ეს იყო პოლიცია. ხელისუფლებაში ყოფნის სამი
წლისთავზე გვაქვს სხვა ღირებულების პოლიცია. ჩვენ არ გვინახავს ქუჩაში ნაცემი
ადამიანები. აღარ არის ის სისატიკე, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი. ამან კარგად აჩვენა, რომ
ეს ასეთი ტიპის არჩევანი პოლიტიკური არჩევანის ნაწილია“, - განაცხადა თავდაცვის
მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ანა ჯიქია