"სააკაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა"
სიახლეები -
2015-05-31 15:41:53
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ოდესაში გუბერნატორად დანიშვნაზე კომენტარი გაააკეთა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეუარცხყოფის მიყენებაა. " სააკაშვილის კარიერაზე კომენტარი არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ. მინდა კომენტარი გავაკეთო მის მიერ მოქალაქეობის დატოვებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის დატოვება არის პრეზიდენტის ინსტიტუტისა და ქვეყნის შეურაცხყოფა. ჩემი აზრით, კარიერაზე მნიშვნელოვანი რამ არსებობს და ეს არის მოქალაქეობა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.