შსს-ს გამოფენა მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
საგამოფენო სივრცეში განთავსდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი: ახალი ავტომანქანა "ფორდ ინტერსეპტორი", "მინიკუპერი", "პიკაპი", მოტოციკლი "იამაჰა", ელექტრომობილი "იამაჰა", მიკროავტობუსი "ჰიუნდაი", საბრძოლო ჯავშანტექნიკა: "კობრა", "ლენდროვერ დეფენდერი", "მგელი", სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი; დაცვის პოლიციის ავტოპარკი: საინკასაციო ჯავშანმანქანები, საავიაციო უშიშროების სამმართველოს ოპერატიული მანქანა "კია ოპტიმა", ოპერატიული რეაგირების ავტომანქანა "შკოდა ოქტავია", ტექნიკური სამსახურის ავტომანქანა "რენო დოკერვანი", ელექტრომობილი და დაცული სახლის მაკეტი. ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, კვადროციკლები, კავშირგაბმულობის მანქანა, საზღვრის დაცვის და კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებები, ფორმები და აღჭურვილობა, ახალაშენებული სასაზღვრო სექტორების ამსახველი ბანერები. უშიშროების ძველი ხელსაწყოები – 1960-80-იანი წლების ვიდეო-აუდიო ჩამწერი ტექნიკა და ავტომობილები, დამონტაჟებული კავშირგაბმულობის საშუალებებითა და რადიაციის აღმომჩენი სისტემებით. საგანგებო სიტუაციების სააგენტომ წარმოადგინა სახანძრო ავტომანქანა "მერსედესი", თოვლმავალი "პოლარისი", სამაშველო ავტომანქანა "ფორდი", სასწრაფო დახმარების ავტომანქანა "მერსედესი", სკუტერი, სადეკონტამინაციო კარავი და აღჭურვილობა.
გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს დღის განმავლობაში შეუძლია.






ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა