|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეროვნულ გამოცდებს სტუდენტთა ლიგა დააკვირდება


საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან. ლიგის პრეზიდენტის ნოდარ თათვიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია 24 საათიან სამუშაო პროცესზე გადადის. იმუშავებს ცხელი ხაზიც. "ჩვენ მზად ვართ დავაკვირდეთ გამოცდების მიმდინარეობას და რაიმე პრობლემის შემთხვევაში, აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს, მათი მოგვარების პერსპექტივით. ასევე აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის მსურველ სტუდენტებს ვთავაზობთ 24 საათიან ცხელ ხაზს - 558 911 151,  სადაც მათ საშუალება ექნებათ გვაცნობონ გამოცდებთან დაკავშირებული პრობლემები", - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

ავტორი: ანა ჯიქია