"სპალეოთერაპია" პატიმრების ოჯახის წევრებისთვის
"პრომეთეს" მღვიმეში ბავშვების და მშობლების ვიზიტი დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს" ხელშეწყობით მოეწყო. "ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვახორციელებთ მსგავს პროექტებს. ეს ერთგვარი "სპალეოთერაპიაა", არა მარტო ამ სტუმრებისთვის, არამედ საერთოდ ყველასათვის, ვინც აქ მოდის. მთავარი მოთხოვნა დაცული ტერიტორიების დათვალიერებისა, არის ხელშეუხებლობა. არ უნდა დაზიანდეს გარემო და შევინარჩუნოთ ის იმ სახით, როგორიც არის. მსგავსი ღონისძიებების მოწყობის ერთადერთი შეზღუდვა რაოდენობაა. თუმცა ორგანიზების გაწევის შემთხვევაში და ჩვენი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვერთვებით მსგავს აქტივობებში",
- განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა პროფილურ საკითხებში ამირან კოდიაშვილმა.
ღონისძიება პროექტის: ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის კამპანია’’ ფარგლებში მოეწყო. "პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ; იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარებას, სამედიცინო დახმარებას და სხვადასხვა კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას", - განაცხადა "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა.
მსგავსი აქტივობა შემოდგომისათვისაც იგეგმება.
პროექტის დონორი ევროკავშირია.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა