|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ შეფების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?


„ტორპედოში" ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქის ხელისუფლება გამოეხმაურა. ქალაქის ვიცე მერი, რომელიც ამავდროულად საფეხბურთო კლუბის  “ტორპედო“  ვიცე პრეზიდენტია,   "ნაციონალების" ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კლუბის შეფების პასუხისმგებლობის საკითხის დასმის პირობას იძლევა. როგორც მან აღნიშნა,  კლუბის საშტატო ერთეული მინიმალურად, მხოლოდ სამი თანამშრომლით გაიზარდა,  ხელფასების ზრდა კი არ მომხდარა.

 მიქიაშვილის თქმით, გასულ წელს კლუბმა ერთჯერადი დაფინანსება,  200 ათასი ლარის ოდენობით ფეხბურთის ფედერაციისაგან მიიღო, რაც სამი თვის განმავლობაში ხელფასებისათვის განაწილდა. გუნდი ამავდროულად "ვისოლის" დაფინანსებასაც იღებდა.

 „თუ „ტორპედოში“  ხელფასების ზრდა დადასტურდება, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას“, -განაცხადა ქალაქის ვიცე მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი