|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცოფის კერა დაფიქსირდა

 ქუთაისში, 34 საბავშო ბაღის მიმდებარედ ცოფის კერა დაფიქსირდა. კერა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებისგან გავრცელდა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ჯორბენაძემ  "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა,  19 მაისს ცხოველმა ოთხი მოქალაქე დაკბინა. დაზარალებულები ამ დროისთვის მკურნალობას გადიან.

"ძაღლმა მოქალაქეები 19 მაისს  დაკბინა, მათ  საფრთხე არ ემუქრებათ.  ცოფის კერა ქალაქის 34-ე, ე.წ. "ბუჩუს" ბაღის მიმდებარედ დაფიქსირდა. ამიტომ ჩვენი სამსახურის წარმომადგენელები ბაღიდან ორი კილომეტრის რადიუსში  პრევენციის მიზნით შინაურ ცხოველებს ვაქცინაციას ვუტარებთ,"- აღნიშნა გიორგი ჯორბენაძემ.

ინფორმაციას ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქუთაისში ცოფის კერის დაფიქსირების გამო, ცხოველთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 300-მდე ძაღლია აცრილი.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი