"დარგის ლიდერი 2015" რადიო "ძველი ქალაქი" გახდა
"დარგის ლიდერი 2015" პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი რადიო "ძველი ქალაქი" გახდა. ეს ტიტული მას ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების საზოგადოებამ მიანიჭა. საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც საქართველოში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში საქმიანობს, სხვადასხვა დარგის, კატეგორიის და საკუთრების ფორმის სუბიექტების საქმიანობის რანჟირებას ატარებს. კავშირი წარმატებულ საწარმოებს გამოყოფს და ანიჭებს მათ ადგილს რეიტინგში. საუკეთესოებს კი ”დარგის ლიდერი”-ის წოდებას ანიჭებენ.
გამარჯვებულებს პრიზები და ტიტული 18 სექტემბერს, საზეიმო ღონისძიებაზე რიტუალების სასახლეში გადაეცემა.
რადიო „ძველი ქალაქი“ იმერეთში ერთ-ერთი პირველი ნაციონალური მაუწყებელია, რომელიც 1995 წელს დაარსდა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა