ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრი შენდება
"შენობის ნაწილი უკვე გაქირავებულია, ცენტრში სხვადასხვა ფირმა განთავსდება, მათ შორის იგეგმება "ქუთაისი მოლის" დაფუძნება. ამ ეტაპზე 25 ადამიანი მყავს დასაქმებული მომავალში 100-ზე მეტი დასაქმდება",- განაცხადა ვიტალი ონიანმა.
მშენებლობა ქალაქის თვითმართველობამ დაათვალიერა. შოთა მურღულიას განცხადებით, ძალიან კარგია როდესაც ყველანაირი წესის დაცვით მიმდინარეობს მიწის გაყიდვა.
"ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა მშენებლობები. მოხარული ვარ, რომ ამდენი ინვესტიცია გვაქვს. ძალიან კარგია, რომ ყველანაირი წესის დაცვით ხდება მიწის გაყიდვა და ინვესტიციის ჩადება. კიდევ ერთ კარგი ცენტრი ექნება ქუთაისს",- განაცხადა ქალაქის მერმა.
ცენტრის მშენებლობა დაახლოებით 8 თვეში დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



15:50
13:51
14:46
10:52
10:31
















