|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში დასრულდა


ქუთაისში მიმდინარე ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში დასრულდა. ჩემპიონატი სამ დღეს გრძელდებოდა. გამარჯვებულები ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დააჯილდოვეს. ღონისძიებას ქალაქის მერი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, უცხოელი სტუმრები და ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები 20 კატეგორიაში გამოვლინდნენ. სამი საპრიზო ადგილიდან ბრინჯაოს მედალი ქართველმა ნინო ბაციაშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ვალენტინა ბულინა გავიდა, პირველი ადგილის მფლობელი კი მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონი, რუსი ალექსანდრა კოსტენინი გახდა.

 „ნამდვილად უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, რამდენიმე მოჭადრაკემ დასანანი მარცხი დაუშვა, თუმცა საპრიზო ადგილზე ერთი ქართველი მაინც გავიდა, რაც კარგი შედეგია. რაც შეეხება ჩემპიონატს, კარგად წარიმართა და ქუთაისმა ნამდვილად კარგად უმასპინძლა.  ეს იყო კარგი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის და იმედია, სამომავლოდაც გამოიყენებენ“–განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი