|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმისაა, ჩვენ არ ვართ ქურდები"


ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა გია გოქაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნ ქუთაისში პარლამენტის არსებობის წინააღმდეგაა მიმართული.

"გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი გადადის და ქუთაისს ფუქცია უნდა მოუძებნონ. ქუთაისის მერი ამბობს, რომ საბოტა ხომ ვერ მოაწყობს. საკრებულო ამასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნით კი დაკავებულია ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთაა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმისაა და მას ვერ წავართმევთ, რდები არ ვართ. მივმართავთ ყველა ადამიანს, ყოფილ მერებს, საკრებულოს წევრებს, საპატიო ქუთაისელებს, დააფიქსრონ საკუთარი პოზიცია. პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. საუბრობენ ხელისუფლებაში, რომ დიდი თანხა დაიხარჯა ქუთაისში პარლამენტის აშენებაზე და რომ ეს თანხა სხვა რამეს შეიძლებოდა, მოხმარებოდა, მაგრამ ასევე დაიხარჯა 56-57 მილიონი თბილისში მთავრობის სახლზე და ძველი პარლამენტის შენობაზე, რომელიც ასევე შესაძლებელი იყო სხვა საქმეს მოხმარებოდა", - განაცხადა გია გოქაძემ.

ავტორი: ანა ჯიქია