|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ არ ვითხოვთ უნივერსიტეტს პარლამენტის სანაცვლოდ"


"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს"  საინიციატივო ჯგუფის მონაწილეები გია გოქაძის განცხადებას გამოეხმაურა. ისინი გოქაძის ბრალდებებს უარყოფენ. 
"ვადასტურებთ იმას, რომ ჩვენ საინიციატივო ჯგუფის  წევრები ვართ "ქართული ოცნების" ამომრჩევლები და მაინტერესებს ჩვენივე არჩეულ მმართველ ძალას, რომ წინა საარჩევნო დაპირებას ვახსენებთ და ლამის მთელი ქუთაისის მოვიცავით ამ დაპირების შეხსენებით და უკვე 12000-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ, ამიტომ ვართ „ქართული ოცნების“ „ახალგაზრდული“ ფრთა? სასაცილოა, უბრალოდ.. რაც შეეხება პარლამენტის გადატანას, სიცრუეა, თითქოს ჩვენ ვითხოვდეთ მის გადატანას, პირიქით, გუბაზ სანიკიძესთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ თემაზე და საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი პოზიცია ასეთია: მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა იყო შეცდომა და ახლა უკვე როცა პარლამენტი აქ ქუთაისშია, კიდევ უფრო დიდ შეცდომად ვთვლით მის უკან გადატანას.  ასევე გეტყვით, ჩვენ პოზიციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, ის მხარდაჭერა რაც გამოვხატეთ, ჩვენი ხმით უკანვე წავიღებთ 2016 წლის არჩევნებზე თუ ქუთაისისთვის გაცემული დაპირება არ შესრულდება",-განაცხადა  საინიციატივო ჯგუფის მონაწილეებმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი