|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეხვედრა ფერეიდნელების "ილია ჭავჭავაძეთან"

 

აკაკი წერეთლის სახლემწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტები  ფერედინელ ქართველს საიდ მულიანს შეხვდნენ.  მან სტუდენტებს ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ უამბო. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ურთიერთობის 400 წლიანი წყვეტა გვქონდა,  ქართული ენის ფლობა პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა მაინც შევძელით შეგვენარჩუნებინა მშობლიური ენა. იქ იმდენ ქართულ წარწერას ნახავთ მაღაზიებზე, მაქანებზე, ქუჩებზე, რომ ამდენი ქართული წარწერა თბილისშიც კი არ არის. ახალგაზრდების უმეტესობამ ქართული ენა იცის. შემორჩენილია ტრადიციებიც, მათ შორის, ქორწილის“,- განაცხადა საიდ მულიანმა.

 ქართველმა სტუდენტებმა სტუმრებს ფერეიდნელ ქართველებთან წერილები გაატანეს. „გვინდა ამ ჟესტით გამოხვატოთ პატივისცემა ჩვენი თანამემამულეების მიმართ. ჩვენ დიდი მანძილი გვაშორებს ერთმანეთისგან და ვფიქრობთ, ამ მცირედით შევძლებთ ვაჩუქოთ მათ სიხარული“, - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო გოდერიძე. 

 წერილების გადაცემას და მათზე პასუხს დაჰპირდა სტუდენტებს საიდ მულიანი:  “წერილების აუცილებლად გადავცემ მათ.  ეს ძალიან დიდი საჩუქარია ჩემი სკოლისთვისაც. შევეცდები მათი პასუხებიც  მივაწოდო სტუდენტებს“,- განაცხადა მულიანმა.

ფერეიდნელი ქართველი ხვალ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვაშიც მიიღებს მონაწილეობას.  



ავტორი: ანა ჯიქია