რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება
ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, სადაც (1934-1937წწ.) მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით ჩხეიძე) ერთად ცხოვრობდა ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მემორიალური დაფა გაიხსნება. მოგვიანებით კი ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა მოეწყობა. წიგნს თან ახლავს ფილმის ,,ჯარისკაცის მამა' კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. მოეწყობა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



16:31
14:20
12:16
15:13
13:05
















