წერეთლის უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსანის" საჯარო კითხვა მოეწყო
"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღო ფერეიდნელმა ქართველმა საიდ მულიანმა: "ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ასეთი საგანძური. ფერეიდანში იცნობენ "ვეფხისტყაოსანს", მაგალითად, ჩემი სახლის კარიბჭეზე მაქვს წარწერა, სტროფი "რომელმან შექმნა სამყარო... ". ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ სხვების სახლებზეც",- აღნიშნა საიდ მულიანმა.
უნივესრსიტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელის ავთანდილ ნიკოლეიშვილის თქმით, დაწყებულია მზადება რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად: "3 სამაგიდო წიგნიდან, რომელიც ქართველებს გვაქვს, "ბიბლია", "ქართლის ცხოვრება" და "ვეფხისტყაოსანი", დღეს "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობთ,რაც უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს. მომავლი წელი საიუბილეოა. რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება და ჩვენ აქედანვე ვიწყებთ მზადებას. ჩამოვლენ რუსთველოლოგები, პოეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩაერთვებიან ღონისძიებებში",- განაცხადა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.
"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვას წერეთლის უნივერსტიტეტში ტრადიციული ხასიათი აქვს და წელს მეშვიდედ გაიმართა.


ავტორი: ანა ჯიქია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60.87%
არა - 39.13%
არ ვიცი - 0%
სულ - 23 ხმა