|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთად შევქმნათ ჯანსაღი გარემო"


"დაიცავი დედამიწა", "შევინარუნოთ ბუნება", "ერთად გავატაროთ მწვანე პოლიტიკა", - ამ ლოზუნგებით ახალგაზრდებმა ქუთაისში მშვიდობიანი აქცია გამართეს. მათ  აქციის გამართვაში მხარი ქუთაისის მერიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დაუჭირა. 
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, მეტად იზრუნონ გარემოზე.
 "გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოსახლეობას დავურიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას",- განაცხადა ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ ნიკოლეიშვილმა. 
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე  გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა. იგი მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

ავტორი: ანა ჯიქია