|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"7 მილიარდი სურვილი. ერთი პლანეტა. მოიხმარე სიფრთხილით"

გარემოს დაცვის დღესთნ  დაკავშირებით იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირმა "სპექტრი" აქცია მოაწყო. მონპლაზირის თაღთან სხვადასხვა სახის ღონისძიებები გამართეს. ღონისძიებაში ჩართნენ ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებმა ცარცით ხატვის აქციაში "ჩვენი გარემო" მიიღეს მონაწილეობა. ასევე დაიხატა პანო "სურვილები დედამიწას".

 "იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირი "სპექტრი" გარემოს დაცვის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. გარემოს დაცვის დღე გაეროს მიერაა დაარსებული და ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის რომელიმე თემას. ეს თემა წელს არის: "7 მილიარდი სურვილი. ერთი პლანეტა. მოიხმარე სიფრთხილით". სასაიამოვნოა, რომ დღეს აქციას მოქალაქეებიც შეუერთდნენ",- განაცხადა იმერეთის მხარის მეცნიერებათა კავშირის  "სპექტრი" თავმჯდომარემ  ქეთევან ცხაკაიამ. 
ღონისძებაზე მსურველებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს პლასტმასის ნარჩენების შეგროვებაში. 

ავტორი: ანა ჯიქია