ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი 500" ავარიულად გამოირთო
ავარიულად გამოირთო კომპანია „საქრუსენერგოს“ კუთვნილი მაღალი ძაბვის, 500 კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზი „იმერეთი-500“, ავარიის შედეგად ამუშავდა ”ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკა”, რამაც მთლიანი სისტემა დაიცვა სრული ჩაქრობისგან და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მომხმარებლებს.
ამ წუთებში მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოს დარჩენილი მომხმარებლისთვის ენერგომომარაგების აღდგენა.
კომპანია „საქრუსენერგო“ მუშაობს დაზიანების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა