|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიზრუნოთ გარემოზე და გარემო იზრუნებს ჩვენზე"


გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ქუთაისი სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა. პროექტ "ნარჩენების მართვის ინოვაციური დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში" ფარგლებში გადაღებული კლიპის პრეზენტაცია გაიუმართა. კლიპის მიზანი ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით საზოგადეობის ინფორმირების ამაღლებაა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სპექტრის" ინიციატივითა და მერიის დაფინანსებით ნარჩენების დახარისხებისთვის ქუთაისში პლასტმასის შესაგროვებლად  ურნები დაიდგა.

"გარემოს დაცვის მიზნით ქუთაისში ნარჩენების დახარისხება დავიწყეთ, დაიდგა ურნები. უნდა ვთქვათ, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თუ თავდაპირველად კვირაში ერთხელ ხდებოდა ურნების დაცლა, ახლა ორ დღეში ერთხელაა საჭირო. რაც მისასალმებელია, რადგან მოსახლეობამ კარგად მიიღო ეს წამოწყება, შეგროვებული პლასტმასი მეორადი მოხმარებისთვის ადგილობრივ საწარმოებს გადაეცემათ. ასევე დამზადდა კლიპი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ  ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში,"–აღნიშნა შოთა მურღულიამ.

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით დღესვე ქალაქის მერმა მოხალისეებთან ერთად მუხნარის ტყე დაასუფთავა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი