|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის ააიპის უფროსს თანამდებობიდან ათავისუფლებენ?


 ა(ა)იპი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის სოსო გაბრიჭიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია,  რომ  მის ბედს ა(ა)იპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი  ლადო პატარიძე გაიზიარებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით,  მის ადგილს მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ელისო ქაროსანიძე დაიკავებს.  მერიის პრესსამსახური  აღნიშნულ  ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით,  პატარიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაწერილი არ არის. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ლადო პატარიძეც. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, მუშაობას ჩვეულებრ აგრძელებს.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი