"გოჩა თევდორაძემ ჯიბეში ჩაგისვათ"
ნინოშვილის ბაღის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობა მორიგი აქციის მიზეზი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესთა დაცვის ცენტრის" წარმომადგენელმა და "ეკოლოგიის მცველებმა" ქალაქის ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ქალაქში რეკრეაციული ზონის სიმცირეა და მსგავსი ქმედება მდგომარეობას გააუარესებს.
"მიხედეთ ქალაქს, ან წადით და მოვიდეს ისეთი, ვისაც გული შეტკივა
და მიხედავს ქალაქს. რას გავს და რას დაემგავსება ეს ადგილი! ქუთაისელებაც
მივმართავ, არ გაინტერესებთ რა ხდება ქალაქში, ჯაჭვის ხიდზე სკვერი გაანადგურეს,
გვაქვს ინფრომაცია რომ ამ ყველაფერს კიდევ გააგრძელებენ და სხვა სკვერებსაც საკუთარ
ეზოებად გადაქცევენ"–აღნიშნავს სულხან ქობულაძე, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობას
მშენებლობის ნებართვის გაცემაში ადანაშაულებს.
"ის ფაქტი, რომ მიწის ნაწილი 2009 წელს გასხვისდა, არაფერს ცვლის,
თქვენ რატომ გაეცით მშენებლობის ნებართვა, რას ნიშნავს თქვენი საქციელი, რა გახდა
გოჩა თევდორაძე ამ ქალაქისათვის, რომელმაც ჯიბეში ჩაგისვათ?!"–აღნიშნავს
ქობულაძე.
ბრალდებებს კვლავ უსაფუძვლო უწოდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში, რის გამოც
დღეს კომენტარი არავინ გააკეთა, როგორც პრესსამსახურმა განაცხადა, მშენებლობასთან
დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული
ტერიტორია, როგორც სკვერი არასოდეს
ფიქსირდებოდა, მშენებლობა კი ნორმების დაცვით მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ
მშენებელი ხეებს მოჭრის, ან დააზიანებს, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი