საფეხბურთო კომპლექსის რეაბილიტაცისათვის 31 499 ლარი დაიხარჯა
ქუთაისში უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, კოღუაშვილის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო კომპლექსის კაპიტალური შეკეთება მოხდა. გაკეთდა საშხაპეები, მოსასვენებელი და გასახდელი ოთახები. სამუშაოებს შპს ,,მშენებელი 2014“ აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოებზე 31 499 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მაჟორიტარმა ზაზა ლომინაძემ დაათვალიერეს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო. მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა