|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს ოლიმპიური ცეცხლი 23 ივნისს ეწვევა

    იმერეთს ოლიმპიური ცეცხლი 17-25 ივნის  ეწვევა.

 ოლიმპიურ ჩირაღდანს  პირველად საჩხერე უმასპინძლებს. ცეცხლი ოლიმპიურ ჩემპიონს გიორგი ასანიძეს  გადაეცემა.  ოლიმპიური ცეცხლის საჩხერეში შემობრძანებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა, რის შემდეგაც ოლიმპიური ცეცხლი მთელ იმერეთს მოიცავს.
  ქუთაისში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა  23 ივნისს არის დაგეგმილი. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საღამოს გალა კონცერტი დაასრულებს. ამის შესახებ "ნიუპრესს" იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ  რეზო რობაქიძემ განუცხადა.

"ქუთაისში ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით  საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელსაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტი ჩაატარებს. ღონისძიებას წარმატებული სპორტსმენები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან, საღამო გალა კონცერტით დასრულდება",- განაცხადა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი