ქუთაისის და ზესტაფონის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. როგორც "ენერგოპრო ჯორჯიადან" იტყობინებიან, შეზღუდვა დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მოხდება.
10 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში “ქუთაისი 3” ენერგომომარაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 5800-მდე აბონენტს გიორგი ბრწყინვალეს, სერგი მესხის, თავისუფლების, ინგორიყვას, მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ჩეხოვის, და-ძმა უორდროპების, თავისუფლების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის, გუგუნავას (ნაწილ.), შარტავას, 9 აპრილის, ი. აბაშიძის (ნაწილ.) და ზ. გამსახურდიას (ნაწილ.) ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
10 ივნისს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „ოკრიბას“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამორტიზებული საყრდენის შეცვლა, რის გამოც 10:00-18:00 საათამდე ძაბვისმიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების „ხრესილისა“ და „ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წნორი და ძუყნური.
10 ივნისს ზეტაფონში ელექტოენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ 11:00-დან 14:00 სთ-მდე ქ/ს “ფერო-220”-ში დაგეგმილია 10კვ. გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვა ტესტირების მიზნით. მითითებულ დროს ძაბვა შეუწყდება 10კვ. აბონენტებს სოფლებში კვალითი და ცხრაწყარო.
ავტორი: ნიუპრესი