|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულია ანგრევს ქუთაისს"–გოჩა თევდორაძე

 

 ნინოშვილის ბაღის მიმდებარედ ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა არაერთი აქციის მიზეზი გახდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ტერიტორიის დიდი ნაწილი 2009 წელს გოჩა თევდორაძემ შეიძინა. ინფრომაციის გადასამოწმებლად "ნიუპრესი" იმერეთის ყოფილ ვიცე–გუბერნატორს დაუკავშირდა. გოჩა თევდრორაძემ ბრალდებებს სიცრუე უწოდა და ტერიტორიის ნაწილის გასხვისებასა და პროექტზე ნებართვის გაცემაში ქალაქის მერი დაადანაშაულა.

"ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორია ამირან ხვადაგიანმა და ბესიკ ბრეგაძემ გაასხვისეს და პროექტიც გასცეს. თუ გახსოვთ, ამის შემდეგ ორ კვირაში მოვხსენი ორივე. როგორ ფიქრობთ, ხვადაგიანმა და ბრეგაძემ ტერიტორია მომასხვისეს და მე მადლობის მაგივრად სახლში გავუშვი, სად არის აქ ლოგიკა? სწორედ ასეთი ფაქტების გამო აღარ იყო ხვადაგიანი საკრებულოს თავმჯდომარე. შოთა მურღულია კი უფრო შორს წავიდა, დამატებითი ტერიტორიაც გაასხვისა და პროექტის ნებართვაც გასცა. მურღულია თევდორაძეს გაურიგდაო, რომ ამბობენ, რა გარიგებაზე საუბარი, როდესაც შოთა მურღულიას ჩემი დანახვის ეშინია. ეგ კაცი ანგრევს ქალაქს და მალე ყველაფერი თავზე დაგემხობათ. კაცი ტელევიზიით გამოდის და იძახის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს.  წავაგეთ, მაგრამ  მაინც არ გავაკეთებინებთო. ტრანსპორტზე კონკურსი მიმდინარეობს, რამდენიმე გადამზიდი დაიბარეს და უთხრეს, გოჩა თევდორაძესთან ახლობლობ და ხაზების დატოვება მოგიწევსო. რაც შეეხება ნინოშვილის ბაღს, ვინმე დაადასტურა ჩემი კავშირი, სადმე წაიკითხეთ ჩემი გვარი? რა ვუყოთ, თუ სულხან ქობულაძემ სკოლაში რომ ვცემე, ის ვერ მაპატია. გამოდის და იძახის,  "გოჩა თევდორაძემ ჯიბეში ჩაგისვათო". დიდი ჯიბე მქონია, თან თბილისში.

იმდენი რამ მბრალდება, კიდევ  ერთი აღარაფერია, მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას. მე ამ ტერიტორიასთან არაფერი მაკავშირებს და ცრუ ბრალდებებს თავი დაანებონ,"–განაცხადა გოჩა თევდორაძემ.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი