ქუთაისში 32 სკვერია გაიჯარებული
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე ქალაქში არსებული 32 სკვერი (ნაწილი) იჯარით არის გაცემული. ადგილმდებარეობის და ზომის მიხედვით საიჯარო თანხა განსხვავებულია. იჯარის შედეგად წლის განმავლობაში ბიუჯეტში 81 250 ლარი შედის.
ოთხი სკვერი (ნაწილი) საქართველოს
სამოციქულო–ავტოკეფალიურ ეკლესიას, ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს აღნაგობის
ფორმით, 99 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცა.
უსასყიდლოდ აქვს გადაცემული სკვერი "მასწავლებელთა პროფესული განვითარების
ეროვნულ ცერნტრს".
ინფორმაცია გაიჯარებულ სკვერებში მიმდინარე
მშენებლობებსა და არსებულ მდგომარეობაზე ვრცლად იხილეთ "ახალი გაზეთის"
მომდევნო ნომერში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი