სად დარჩება მოსასმენი აპარატურა?
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. ერთ-ერთი საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას ეხება, რომელიც საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს. ახალი სამსახურის ამოქმედება 1 აგვისტოდან იგეგმება, რის გამოც პარლამენტი დაჩქარებული წესით ცვლილებათა პაკეტის მიღებას მომდევნო კვირიდან გეგმავს. სანამ ახალი სამინისტროსთვის ბიუჯეტი გამოიყოფა, შს სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 37 მილიონი ლარი იქნება.
როგორც ცნობილია, ახალი სამსახურის უფროსს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტი დასახვეწია და უნდა განსაზღვროს, თუ როგორ მოხდება აღნიშნულ სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი.
ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებთ, გაყოფილი სამინისტროდან რომელში დარჩება მოსასმენი აპარატურა.
ავტორი: ანა ჯიქია