ქუთაისის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელები ეცნობიან
უკრაინელი ჟურნალისტები და ტუროპერატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით ქუთაისში იმყოფებიან. კიევში მოქმედი ნაციონალური არხებისა და გაზეთების რედაქტორები, პროდიუსერები და წამყვანი ჟურნალისტები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივ მთავრობასა და ტუროპერატორებს შეხვდნენ. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვიმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა უკრაინული ტელეარხებისათვის იმერეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ პრეზეტანცია გამართეს. ბოტანიკურ ბაღში უკრაინული მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ქართულ ფოლკლორს და ეროვნულ სამზარეულოს გაცნობოდნენ.
"ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილება და ტუროპერატორებთან "ვანდერლენდი" და "კოლხა" ერთობლივად აწარმოებენ მედიატურს ქუთაისში. ჩვენი ოგანიზებით მოწვეულნი არიან უკრაინელი ჟურნალისტები, ტუროპერატოერები და ბლოგერები, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ქუთაისის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებებით გაავრცელებენ. ტურის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ქუთაისსა და მის შემოგარენში არსებული ტურისტული ძეგლების მონახულება. მოგეხსენებათ, რომ ტურისტების შემოსვლის მხრივ უკრაინა ჩვენი მნიშვნელოვანია პარტნიორია, მედიატურისთვის დაახლეობით 6–7 ათასი ლარი დაიხარჯება. ზუსტი მონაცემები ჯერ არ ვიცით,"– განუცხადა " ნიუპრესს" მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი