|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობას აპროტესტებენ

 
ზესტაფონის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ზედა და ქვედა არგვეთის, ასევე სვირის დასახლების სოფლები, სადაც ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელმა ავტობანმა უნდა გაიაროს, ერთმანეთს მოკლე გზით ვეღარ დაუკავშირდებიან და მოსახლეობას დამატებით 3 კილომეტრის გავლა მოუწევს.

როგორც  სოფლის მოსახლეობა  აცხადებს, ავტობანის გასაკეთებლად პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა  მშენებელ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.

აქამდე ზედა და ქვედა არგვეთის მოსახლეობა, ასევე სვირის დასახლება ერთმანეთს მოკლე გზით უკავშირდებოდა.   თუმცა, ავტობანის გაკეთების შემთხვევაში, მოსახლეობას ერთმანეთთან დაკავშირება თერჯოლისა და ზესტაფონის ცენტრებამდე ჩასვლით და ზედმეტი 2,5 და 3 კილომეტრის გავლით მოუწევს.

წყარო: "გურია ნიუსი"


ავტორი: ანი ლიპარიშვილი