ბავშვთა სურათების გალერეა 15 წლისაა
გალერიის იუბილეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. "მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. სამწუხაროდ, ბავშვთა გამოფენები ხშირად არ ტარდება. წელიწადში სამჯერ, ოთხჯერ უნდა იმართებოდეს. რაც არის წარმოდგენილი ნამუშევრები, საკმაოდ ლამაზი და კარგია", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ."
"გალერეა თხუთმეტი წლისაა, ამიტომ მოვაწყვეთ შემაჯამებელი გამოფენა. ვფიქრობ, მოეწონა დამთვალიერებელს. ბავშვებისათვის ეს დიდი სტიმულია. ველოდებით ხელშეწყობას ხელისუფლებისაგან", - განაცხადა დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერიის დირექტორმა გიორგი ლომთაძემ.
ბავშვების ნამუშევრების გამოფენას დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა პერიოდულად აწყობს.

ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა