უმრავლესობა მთის მინისტრის პოსტის შემოღებას ითხოვს
საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი თანამდებობა გაჩნდეს. უმრავლესობა მთის მინისტრის პოსტის შემოღების ინიციატივით გამოდის. მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და კოსულტაცია მთავრობასთან მინდინარეობს: "უმრავლესობაში ჩამოყალიბდა ასეთი აზრი, რომ შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონების აღსრულებას, მთის რეგიონების ხელშეწყობას, სხვადასხვა უწყებების კოორდინირებას. პირველივე მოსმენაზე ამ საკითხს დავაყენებთ. შეიქმნას მთის სამინისტრო, რომელიც დაკავებული იქნება მთის რეგიონების განვითარებით“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.
ავტორი: ანა ჯიქია