IDFI-მ პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
კვლევის თანახმად, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების შემთხვევაში, ინფორმაცია მოწოდებულია არასრულყოფილი სახით ამ საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ყველა თანამდებობის პირზე გაცემული პრემია და სახელფასო დანამატი ჯამურად და არა კონკრეტული თანამდებობის პირის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწოდებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის 2014 წელს პრემიები ჩანაცვლებულია სახელფასო დანამატებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებში 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაიცა დაახლოებით ორჯერ მეტი სახელფასო დანამატი ვიდრე პრემია. 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობა შეადგენს 568 465 ლარს. 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა შეადგენს 994 515,72 ლარს", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, IDFI-იმ საქართველოს ყველა სამინისტროს მიმართა 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. თუმცა მოთხოვნაზე ინსტიტუტს პასუხი დღემდე არ მიუღია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებიდან. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინსტიტუტის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, მაგრამ 2014 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციასაკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.

ავტორი: ირინა მაკარიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა