|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელების მოთხოვნას საგზაო დეპარტამენტი შეისწავლის


ზესტაფონში, სოფელ არგვეთის  მოსახლეობის მოთხოვნას ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით,  ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს არგვეთის მოსახლეობას შეხვდნენ.  მოსახლეობა მშენებარე  ავტომაგისტრალზე ჩრდილოეთის სამხრეთთან დამაკავშირებელი მიწისზედა ან მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობას ითხოვს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა  პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ.

მიმართავში ნათქვამიარომ  სოფელ არგვეთის გზაჯვარედინზე გათვალისწინებულია მხოლოდ გზის ზედა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობა და არ არის გათვალისწინებული მიწისზედა ან მიწისქვეშა გადასასვლელი. რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონში მოსახვედრად მოუწევთ მეზობელ მუნიციპალიტეტამდე (თერჯოლა) გადაადგილება, რაც ოპერატიულობის თვალსაზრისით გაუძნელებს მოსახლეობას სასწრაფო დახმარების მომსახურეობას და ავადმყოფთა სამედიცინო დაწესებულებამდე გადაადგილების დროულ უზრუნველყოფას. აგრეთვე,  აღარ ექნებათ პირუტყვის საძოვრამდე გადაყვანის შესაძლებლობა.  მუნიციპალიტეტის გამგეობა თხოვნით მიმართავს დეპარტამენტს გაითვალისწინოს წარმოქმნილი სირთულეები და მიიღოს სათანადო ზომები და მაგისტრალის პროექტში  არგვეთის მონაკვეთზე კორექტირების შეტანის თვალსაზრისით.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი