|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ათასობით ლარი წყალში გადაყარეს"


  თურქეთში შეძენილი ყვავილები მოუვლელობისაგან ხმება. ამ საკითხს პარტია "თავისუფალის საქართველოს" წარმომადგენელმა გოგი წულაიამ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.  მისი თქმით, ყვავილები რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ თურქეთიდან შემოიტანა, შესაძლებელი იყო, ადგილობრივ ბაზარზე შეეძინათ. მისი თქმით, ამ ქმედებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ლარის ინფლაციას. "ყვავილები, რომელიც ორმაისობისთვის შეიძინეს თურქეთში, შეეძლოთ ადგილობრივ ბაზარზე შეეძინათ, ბოტანიკურ ბაღში ან ნიკეას სასათბურე მეურნეობაში. ახლა ეს შეძენილი ყვავილი კიდევ მოუვლელობისგან ხმება. გამოდის, რომ ათი ათასობით ლარი გადაყარეს წყალში", - განახადა გოგი წულაიამ. იგი მოუწოდებს ქალაქის მერს გადააყენოს ის მთავრობა, რომელიც ჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვებას თავად დაიწყებას. 
ადგილობრივი თვითმმართველობიდან მას ტრანსპორტის და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ უპასუხა. მისი თქმით, ყვავილების მოწყვა ხორციელდება, რაც შეეხება თურქეთიდან მის შემოტანას, ეს ადგილობრივ ბაზარზე მისი სიმცირის გამო მოხდა: "ყვავილების მორწყვა ნამდვილად ხდება,  ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ყველა ყვავილი თურქეთიდანაა ჩამოტანილი, შარშანაც ეს გვქონდა ჩამოტანილი. როგორც ჩანს, ყველა ვერ შეეგუა კლიმატს. რაც შეეხება მის შემოტანას თუქეთიდან, ბოტანიკურ ბაღში  მცირე რაოდენობის ყვავილია. ამიტომ ნაწილის ერთი ორგანიზაციიდან შეძენა და ნაწილის მეორედან, უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული",- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ. 
ქუთაისში სულ დასახელების 80000 ძირი დეკორატიული ყვავილი ( ბეგონიატაგეტესი
იმპატიესისალვიაპეტუნია) დაირგო და მასზე დაახლოებით 36 ათას ლარი დაიხარჯა. 


ავტორი: ანა ჯიქია