|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში სუიციდის ფაქტი დასტურდება


გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის რეფერალური (ყოფილი კლინიკური) საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტის გადმოხტომის შესახებ,  საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი გიორგი ნიორაძე ადასტურებს. როგორც ნოირაძე განმარტავს, სუიციდის ფაქტი გვიან ღამით დაფიქსირდა, თუმცა მისივე განმარტებით, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებს ვერ მოგვაწვდის.

 საავადმყოფო ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმდეგებლობას იცილებს. ნიორაძის განმარტებით, პაციენტმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი