|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატრულის მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობა გაზრდილია

5

IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეებისათვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. 

 კვლევის თანახმად,  2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. ეს მაჩვენებელი  82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამო ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვნებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეო საშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-, ხოლო 2012 წელს 140 432-.

კვლევის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით 2013-2014 წლებში დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის გაორმაგება აჩვენებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია.


ავტორი: ირინა მაკარიძე