სოსისისა და ძეხვის ფალსიფიკატორები პასუხისმგებლობაში მისცეს
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები შპს ,,გორანელი“-ს კუთვნილ საწარმოში, სანიტარული ნორმებისა და დადგენილი სტანდარტების უხეში დარღვევით ამზადებდნენ და შემდგომ რეალიზაციას უწევდნენ ფალსიფიცირებულ ხორცპროდუქტებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე. მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ დაამზადეს და გაყიდეს, დიდი ოდენობით საკვებად უვარგისი ძეხვი და სოსისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით პროდუქცია არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და გარკვეული მინარევების შერევის შედეგად შეცვლილი აქვს თვისობრიობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




15:50
13:51
14:46
10:52
10:31
















