ქუთაისიდან სტიქიით დაზარებულთათვის ტვირთი ჩაიტანეს (ვიდეო)
ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაიტანეს. აღნიშნული დახმარება ვაკის გამგეობას გადაეცა, რომელიც რაიონში დაზარალებულ 300-მდე ადამიანს დაურიგდება.
იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისიდან ჩატანილია საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და ა.შ. მისი განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული დახმარება ერთჯერადი არ იქნება და თბილისს იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც უახლოეს დღეებში დაეხმარებიან. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გადარიცხვაც დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა