|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობის გამჭვირვალეობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა


საჯარო მომსახურების ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით,  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქუთაისსა და USAID–ს შორის 5 წლიან პროექტზე მემორანდმი გაფორმდა.

პროექტის მიზანს სამთავრობო საქმიანობის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წახალისებაზე ადგილობრივი მმართველობის  ყველა  ასპექტში მოქალაქეების ჩართულობა წარმოადგენს.

შერჩულ სამ საპილოტე ქალაქს შორის ერთ–ერთი ქუთაისია. აღნიშნული ამოცანების მიღწევის მიზნით, USAID–მის წარმომადგენლობამ და ქუთაისის მერმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისი თანხმობას აცხადებს,  უზრუნველყოს GGI აქტივობებში თვითმმართველობის ყველა დონის  ჩართულობა.  სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ საქმიანობებს: ურბანული განვითარების გეგმის (SUDP) მომზადებისას ტექნიკური კონსულტაციების და ფინანსური დახმარების გაწევას; ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადებისას ტექნიკურ კონსულტაციებს და ექსპერტულ დახმარებას,  კონსულტაციებს პროგრამული ბიუჯეტის შედგენისას, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი