|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მამაკაცი, რომელსაც თავს ვეფხვი დაესხა, გარდაიცვალა


მამაკაცი, რომელსაც თავს ვეფხვი დაესხა, გარდაიცვალა. ტრაგედია გმირთა მოედანზე დღეს მოხდა. ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწყობის თანამშრომელს ვეფხვი შენობაში შესვლის შემდეგ დაესხა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვენენ მობილიზებული. თვითმხილველთა თქმით, ვეფხვი გაიქცა. დღესვე მოქალაქეს თავს ლომი დაესხა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანაქალაქელები  დაამშვიდეს, რომ გაქცეული ცხოველების მხრიდან მათ საფრთე არ ემუქრებოდათ,- ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ  პრესკონფერენციაზე განაცხადა. " ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის ვოლიერებში, ან არის ნაპოვნი წყალში დამხრჩვალი, ან არის ლიკვირიდებული", - განაცხადა ჯანელიძემ.

ავტორი: ანა ჯიქია