ქუთაისელი გოგონა, რომელიც მოხალისეებს სასმელით ამარაგებს (ვიდეო)
ქუთაისელი კესო გველესიანი 3 დღეა, რაც მოხალისეთა სიაში ჩაეწერა. ის მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს. გუშინ გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, დღეს მოხალისეებს ცივი სასმელით უმასპინძლდება.
"მზიურის პარკში ასობით ახალგაზრდაა. გაოცებული ვარ, აქ დახმარების უზარმაზარი ჯაჭვია, მოხალისეები ქალაქს ასუფთავებენ. მათ სხვა ადამიანები საჭმლით და წყლით ამარაგებენ, დადიან და დაუღალავად კითხულობენ: "ხომ არ გშიათ? წყალი ხომ არ გინდათ?" თბილისის ქუჩებში ისეთი რაღაც ხდებოდა და ხდება, რაც, ალბათ, არასდროს, არც 2008-ში ყოფილა. ყველა ყველას ეხმარება, ერთმანეთს თბილ ღიმილს ჩუქნის, მე ასეთი ქალაქი არ მინახავს. დღეის შემდეგ არასდროს მოვუსმენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ქართველებზე ცუდს იტყვის- ყველა მობილიზებულია, ყველას ეხმარებიან. მიხარია, ასეთი ქართველების ყურება. დღეს პირველად ვამაყობ ქართველობით! ნეტავ სულ ასეთები ვიყოთ, როგორიც დღეს ვართ",-აღნიშნა კესო გველესიანმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა