ვეფხვი, რომელმაც ადამიანი იმსხვერპლა, ლიკვიდირებულია
ვეფხვი, რომელმაც „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ადამიანი იმსხვერპლა,
ლიკვიდირებულია. ის ტერიტორიიდან გაიტანეს, რის ამსახველ ვიდეოსაც
თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი მოქალაქეებს თავს ცოტა ხნის წინ
დაესხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. მობილიზებული იყო
სპეცრაზმიც. ისინი ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე ცხოველის დაჭერას
ცდილობდნენ.
ალბინოსი ვეფხვი ტერიტორიაზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც 7-8
ადამიანი ადგილის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















