"უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს"
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს თბილისში ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის ფაქტს ეხმაურება, რაზეც პასუხისმგებლობა ზოოპარკის დირექტორმა აიღო. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა ეს ტრაგედია და არა ვინმეს დაბრალდეს."ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ დილას დატრიალებულ ტრაგედიაზე - პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ - უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია. უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს! როცა ხდება ასეთი მასშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. მე ყოველთვის ვაამყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის უნდა ვიამაყო, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია. ვწუხვარ, კიდევ ერთხელ. სამძიმარი დღეს დაღუპულს...", - აცხადებს კალაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი