|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერი სპეციალურ კომისიას ქმნის


პრემიერ მინისტრის თქმით, ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელსაც თავად უხელმძღანელებს. "ამ ხეობის პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებლად სახელმწიფო იწყებს ძირეული პროგრამის განხორციელებას, რომ ასეთი კატასტროფა აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა რისკების მინიმუმამდე დაყვანა"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თანათავმჯდომარე ქალაქის მერი, დავით ნარმანია, კომისიის წევრები კი მინისტრები იქნებიან. "უნდა შევიმუშაოთ სწორი პოლიტიკა, შედგეს სტიქიით დაზიანებული საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი და შემდეგ მშენებლობის გეგმა, უნდა უზრუნველყოთ ზარალის ანაზღაურების დაგეგმვა და კოორდინაცია. ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს"- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი: ანა ჯიქია