|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოჩოს ქოხი" საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს


"ოჩოს ქოხი" ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად ხელშეწყობს  ითხოვს. ისინი ადგილობრივ მუსიკოსებს და ქალაქის თვითმმართველობას თხოვნით მიმართავავენ, რათა ინიციატივის განხორციელებაში დაეხმარონ. 

"მოვუწოდებ ყველა მუსიკოსს და ქალაქის თვითმართველობას დაგვეხმარონ იდეის განხორციელებასა და ორგანიზებაში. საქველმოქმედო კონცერტით დავეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონი, სცენაზე და აპარატურაზე უარს არ გვეტყვიან. ძალიან ვთხოვთ, ადგილობრივ თვითმმართველობას დაგვეხმარონ იდეის განხორციელებაში",-აღნიშნა ჯგუფის წევრმა ბექა ტაბუცაძემ.

 ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  ადმინისტრაციამ გამოხატა მზადყოფნა უსასყიდლოდ დაუთმოს  თეატრის დარბაზი, იმ ორგანიზაციებს, თუ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც ღონისძიების გამართვის შემთხვევაში შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავენ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი