|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაერქმევა, თუ არა "მზიურს" "ახალგაზრდობის" პარკი?

  ახალ ინიციატივას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გივი კუპატაძე აქვეყნებს, რომელსაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. როგორც გივი კუპატაძე "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ახლაგაზრდების ღვაწლი და გაწეული ჯაფა სათანადოდ უნდა დაფასდეს.

"აღფრთოვანებული  ვარ, როდესაც  ვხედავ,  ეს ახალგაზრდები როგორი ენთუზიაზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით  შრომობენ  ბუნებრივი კატასტროფის  დღიდან, რათა თავიდან დაუბრუნონ სიცოცხლე კატასტროფისგან განადგურებულ ადგილებს. შესაბამისად, სასურველია, სახელმწიფომ შეინარჩუნოს და წაახალისოს ასეთი დადებითი მუხტი. ამის გაკეთება კი "მზიურის" პარკისათვის   "ახალგაზრდობის" პარკის სახელის დარქმევით შეიძლება. " მზიური" დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახელთან არის დაკავშირებული. ამ ინიციატივის მიზანი არა დუმბაძის ღვაწლის დაკარგვა, არამედ ახალი თაობის სათანადო დაფასებათუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ თავად "მზიურის" პარკში მოეწყოს ახალგაზრდობის ხეივანი. ვარიანტი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგრამ მიზანი ერთია და იგი უნდა ემსახურებოდეს ამ ძალიან მაგარი გოგონებისა და ბიჭების ჯერ არნახული სოლიდარობის სათანადოდ დაფასებას",- აღნიშნა გივი კუპატაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი