ცხოვრება სასაფლაოზე
ტარიელ სულაქველიძე ერთადერთი ცოცხალი ადამიანია, რომელიც სასაფლაოზე ცხოვრობს...
სამტრედიელ ტარიელ სულაქველიძეს, საჯარო რეესტრმა, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, არც მეტი-არც ნაკლები, სასაფლაო დაუფიქსირა. ის ბოლო ექვსი წელია, სოფლის სასაფლაოზე ცხოვრობს, არც შუქი აქვს, არც წყალი და არც (ცოცხალი) მეზობელი ჰყავს...
მისი საცხოვრებელი ფართი საფლავზე დადგმული პატარა ნაგებობაა. თავს კი სასაფლაოზევე მოწყობილი პატარა ბოსტანით ირჩენს.
სამტრედიელი "რესპუბლიკელების" ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ააიპი
"თანადგომა"
დახმარებით ტარიელ სალუქვაძეს ყოველდღიური სადილი დაენიშნა.
მას პროდუქტთან ერთად საჩუქრად პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცა. "რესპულიკელებმა" ადგილობრივ
თვითმმართველობას მიმართეს ტარიელ სულაქველიძეს გამოუყონ საცხოვრებელი ფართი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი