|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, არასრულწლოვანმა დედა დაჭრა

თბილისში, არასრულწლოვანმა დედა დაჭრა. შემთხვევა  ჭავჭავაძის ქუჩა #29-ში  მოხდა. 16 წლის ვაჟმა  კამათის შემდეგ დედას  ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა.  
ადგილობრივების თქმით, დაჭრილი 40 წელს გადაშორებული ქალბატონი სამი შვილის დედაა. ის უმცროსმა 12 და 4  წლის შვილებმა ლიფტით ჩამოიყვანეს, რის შემდეგაც  ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ   რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანი კი ნახევარი საათის განმავლობაში 11 სართულის აივნიდან გადმოხტომას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას ოჯახის წევრებმა არ მისცეს. მობილიზებული იყო სპეციალური სამსახურები. შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.

დედის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი  ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა