|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში შშმ ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი "ორიონი" გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში თერაპიული კაბინეტები ამოქმედდა.

 სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონრად პავლიკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელის ნატია მატარაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო ცენტრს "ორიონი" საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.
განახლებული ინფრასტრუქტურა ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.

დაგეგმილია ,,ორიონის” მასწავლებელთა გადამზადება პოლონეთის რესპუბლიკაში.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა